„ხელით დაინახე შენი თბილისი“ – დღეს თბილისის საკრებულო გამოფენას უმასპინძლებს

26 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გამოფენა: „ხელით დაინახე შენი თბილისი“ გაიხსნება. პროექტის ავტორი და კოორდინატორია შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე ქეთი მატაბელი.
როგორც „კვირას“ თბილისისა კრებულოდან აცნობეს, მონაწილეობენ მხატვრები, სტუდენტები, მოსწავლეები, სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირები.
ნამუშევართა უმეტესობა შექმნილია „ხელით დანახვის და ხელით შექმნის” ქეთი მატაბელის შემოქმედებითი ჯგუფის საავტორო მეთოდით და ითვალისწინებს მცირემხედველი და უსინათლო ადამიანების ინკლუზიას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სფეროში.
ჩატარდება „ჩრდილების თეატრის“ პერფორმანსი.
საკონცერტო შესრულებას წარმოადგენს სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის, თემის ქედელის ანსამბლი „ქედელი“.
შემოქმედებით-მეთოდური ხელმძღვანელები, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორები და პედაგოგები: გიორგი გუგუშვილი, გია იაშვილი, თამარ მალაზონია, ქეთი მატაბელი, ნინო მგალობლიშვილი.
საექსპოზიციო ნამუშევრების ავტორები არიან:
გიორგი გუგუშვილი. გიორგი ბანძელაძე-მატაბელი, თამარ მალაზონია, ქეთი მატაბელი, შოთა მაღლაკელიძე, ნინო მგალობლიშვილი, დათო ბებია, სალომე გავაშელი, თომა გლურჯიძე, ლუკა გუგუშვილი, მარიამ გუგუშვილი, ელენე ზირაქიშვილი, გიორგი თარგამაძე, თათია თვალაძე, ია კარგარეთელი, თეო ნუცუბიძე, ჯულია სანიკიძე, ბექა საყვარელიძე, ბიძინა სიდიანი, ანანო ყაჯრიშვილი, მარიამ შაქარაშვილი, ესმაკო ცეცხლაძე, ნინი ჭედია; „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“-ის ბენეფიციარები.
მოეწყობა ზაზა მეჭიაურის პოლიტიკის დოკუმენტის – “თეატრის ხელმისაწვდომობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის” – პრეზენტაცია.
ციფრული საგამოფენო სივრცე – იდეის ავტორი შოთა ბეზარაშვილი.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები