ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორთა ცენტრი აშენდა

ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალს ვიზიტორთა ცენტრი, ახალი ავტოსადგომი და ენდემური ჯიშის ვაზის გასაშენებლად შესაბამისი ტერასები ექნება. ამაზე  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე წერს.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თხოვნის საფუძველზე, რეგიონალური განვითრების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალს კარგი საჩუქარი გაუკეთა. აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, ახალი ავტოსადგომი და ენდემური ჯიშის ვაზის გასაშენებლად შესაბამისი ტერასები. დიდი მადლობა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტირის სამინისტროს დაფინანსება – მსოფლიო ბანკი, შემსრულებელი – შპს „არქიტექსი“.
ფოტო:  ლადო ტეფნაძე“, – წერს ნიკა ანთიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები