“ვალეს და სიღნაღის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დასაქმებულების მიმართ ზეწოლა, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმის მისაცემად, არ დადასტურდა”

“მიმდინარე კვირას, მედიასაშუალებებით და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციების გადასამოწმებლად, უპრეცედენტო რაოდენობის (231) მოწმე გამოიკითხა ბოლო 48 საათის განმავლობაში”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დადასტურებულ ფაქტებზე დაიწყება გამოძიება.
„მიმდინარე კვირას, მედიასაშუალებებით და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციების გადასამოწმებლად, უპრეცედენტო რაოდენობის (231) მოწმე გამოიკითხა, ბოლო 48 საათის განმავლობაში. გამოკითხული იქნენ მათ შორის, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის, პენსიონერი და სოციალურად დაუცველი პირები. შედეგად, გამოკითხულ პირთა მიერ ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დადასტურდა, მათ შორის, არ დადასტურდა ვინმეს მხრიდან დანაშაულის ჩადენა, ოზურგეთში გრიგოლ ვაშაძის პლაკატის გაკვრის დროს. ასევე, არ დადასტურდა ვალეს და სიღნაღის საბავშვო ბაღებში და სკოლებში დასაქმებულების მიმართ ზეწოლა, ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მისაცემად.
დადასტურებულ ფაქტებზე დაიწყება გამოძიება, ხოლო ნაწილის შესწავლა გრძელდება“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები