მამუკა ბახტაძე: მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსანი სწორედ პირადობის მოწმობების გაყალბებაზე გასამართლდა

„ვიცი ჩვენი ოპონენტების განვლილი ისტორია და არ გამოვრიცხავ, რომ მათი მხრიდან ჰქონდეს რაღაც გარკვეული სცენის დადგმას ადგილი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტი 2012 წელს დაფიქსირდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი მაღალჩინოსანი პირადობის მოწმობების გაყალბებაზე გასამართლდა.
„საქართველოში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, არჩევნების სტანდარტები ყოველთვის იქნება ყველაზე მაღალი. ამის დემონსტრირება მოვახდინეთ ყველა გასულ არჩევნებზე. რაც შეეხება ე.წ. პირადობის მოწმობების საკითხს, მე ბრიუსელიდან გავაკეთე კონკრეტული გზავნილი, მათ შორის, იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებმაც ამ თემაზე ისაუბრეს.
ყველას გვსურს, ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, ეს გულისხმობს იმას, რომ თითოეული მოქალაქე თუ მით უმეტეს, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც ექნება ასეთ შესაძლო სიმახინჯეზე ინფორმაცია, ჩვენი საზოგადოების წინაშე მორალური ვალდებულებაა, ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიეწოდოთ და მათ უნდა მოახდინონ მასზე მკვეთრი რეაგირება, ეს არის მოცემულობა და ვალდებულება გაქვთ თქვენც, მეც და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.
ვიცი რა ჩვენი ოპონენტების განვლილი ისტორია, არ გამოვრიცხავ, რომ მათი მხრიდან ჰქონდეს რაღაც გარკვეული სცენის დადგმას ადგილი. მსურს, ყველას შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მოხდა მსგავსი ფაქტი და „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი მაღალჩინოსანი სწორედ პირადობის მოწმობების გაყალბებაზე გასამართლდა, კონკრეტულად აჭარის რეგიონში. როცა ასეთ ოპონენტებზე ვსაუბრობთ, შეიძლება, კითხვის ნიშნები გაჩნდეს, მაგრამ მთავარია, ნებისმიერ ასეთ საკითხზე იყოს მკვეთრი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება. ყველას, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ისე, უპირველეს ყოვლისა, ქართულ საზოგადოებას, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ასეთი სიმახინჯეები არ ხდება და თუ ვინმე თავის თავს ამის უფლებას მისცემს, მასზე იქნება ძალიან მკვეთრი რეაგირება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები