პროკურატურამ მარნეულის პოლიციის თანამშრომლების მიერ კ.კ-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში გამოძიება მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, მარნეულის პოლიციის თანამშრომლების მიერ კ.კ-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიება კონკრეტული ფაქტის შეტყობინების ინიციატორს, გ.ქ.-ს უკვე დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ არ იცნობდა კ.კ.-ს და არ ჰქონდა მისი საკონტაქტო მონაცემები, ასევე, ის არ იყო ფაქტის თვითმხილველი მოწმე და გამოძიებას მომხდარის ირგვლივ ინფორმაციას ვერ მიაწვდიდა.
პროკურატურამ დაადგინა კ.კ.-ს ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. იგი დროებით იმყოფებოდა მარნეულში, სადაც ბლოკის ერთ-ერთ საამქროში მუშაობდა.ამ დროისთვის გამოძიება ცდილობს მასთან დაკავშირებას. ​ გამოიკითხებიან ის პოლიციელები, რომლებიც შესაძლოა, ფლობდნენ გამოძიებისთვის რაიმე სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები