“ის, რომ ეს ძალა რევოლუციურ და ძალადობის სცენარზე ფიქრობს, ბუნებრივია, არავის გვიკვირს“
“უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ნამდვილობა გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
ბესელიას თქმით, არავის უკვირს, რომ ოპოზიცია რევოლუციურ სცენარზე ფიქრობს.
„ამ ჩანაწერის შინაარსის ნამდვილობაც ალბათ გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს და დაადასტუროს. შესაბამისად, საუბარი და მსჯელობა მის ავთენტურობაზეც იქნება. თავისთავად ის, რომ ეს ძალა რევოლუციურ და ძალადობის სცენარზე ფიქრობს, ბუნებრივია, არავის გვიკვირს“, – განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, უკრაინულმა ვებგვერდმა zdes.com.ua-მ გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.
“შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა, ან დროზე დავამხოთ… უნდა გადავიყვანოთ რევოლუციურზე”,-ისმის ჩანაწერში.