ლადო ბოჟაძე: ყალბ პირადობის მოწმობებს აზრი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, როცა არ არსებობდა ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები

2014 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს ფოტოსიები, ბიომეტრიულად დამუშავებული სიები და გამორიცხულია, რომ ყალბი პირადობის მოწმობები რომც არსებობდეს, ასეთი რამე ბუნებაში ვინმემ ამ მიზნისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არავინ საუბრობს ამომრჩეველთა სიებზე. როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, გამოძიების ინტერესი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ ყალბი პირადობების დამზადების, არამედ სიების საკითხიც.
„პირველ რიგში, უნდა ითქვას რომ, სამოქალაქო სექტორი 2010-2012 წლებშიც ვსაუბრობდით ყალბ პირადობებთან დაკავშირებით და სასამართლო გადაწყვეტილებაც არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სამეგრელოსა და აჭარის რეგიონშიც აღმოჩენილია ათიათასობით ყალბი პირადობის მოწმობა , რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა არჩევნების გაყალბებისთვის და გახსოვთ თქვენ სწორედ ამ სამსახურს 2006-2010 წლებში ხელმძღვანელობდა გიორგი ვაშაძე და მერე 2012 წლამდე ის იყო მინისტრის მოადგილე, ასევე კურატორი ამ დარგის . აქედან გამომდინარე, ნამდვილად საყურადღებოა ის ინფორმაცია, რომელიც ჩემმა კოლეგებმა მიიღეს და გაავრცელეს . მიუხედავად იმისა, რომ ისინი კონკრეტულ წყაროს არ ასახელებენ სავარაუდოდ ყველა შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ , რადგან სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაადასტურა აღნიშნული ფაქტის გადაცემა მათთვის, თითქოსდა, სავარაუდოდ იბეჭდება ყალბი პირადობის მოწმობები“- განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, გუშინ უწყებათაშორის კომისიაზე პროკურატურის მხრიდან ინფორმაცია მოისმინეს და მესმე სექტორის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ გამოძიება რაც შეიძლება უმოკლეს დროში დასრულდეს.
„იცით თქვენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, აანონსებს რევოლოციას და ერთერთი მიზეზი ხალხის და ამომრჩეველის უკმაყოფილების შეიძლება იყოს, რომ წაგებული არჩევნების სემთხვევაში გამოჩნდეს, ის რომ ყალბი პირადობის მოწმობების გამო მოხდა მათი დამარცხება და არა იმის გამო რომ ასე გადაწყვიტა ამომრჩეველმა .
ყალბ პირადობის მოწმობებს აზრი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობდა ფოტოსურათიანი ამომრჩეველთა სიები და ნებისმიერ რეგისტრატორს შეიძლება გულწრფელად ვერ გაეგო. დღეს იცით თქვენ რომ 2014 წლის მერე ჩვენ გვაქვს ფოტოსიები , ბიომეტრიულად დამუშავებული სიები და გამორიცხულია რომ ყალბი პირადობის მოწმობები რომც არსებობდეს ასეთი რამე ბუნებაში ვინმემ ამ მიზნისთვის გამოიყენოს. არავინ არ საუბრობს ამომრჩეველთა სიებზე, არადა გამოძიების ინტერესი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ ყალბი პირადობების დამზადების, არამედ სიების საკითხიც.
თქვენ იცით რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ამომრჩეველთა სიების მიმართებაში არანაირი პრეტენზია არცერთ პოლიტიკურ თუ საარჩევნო სუბიექტს არ გამოუთქვამს და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში მითითებულია რომ ჩვენ ერთერთი საუკეთესო ამომრჩეველთა სია გვაქვს. კიდევ ვიმეორებ, ეს სია არის ბიომეტრიულად დამუშავებული . ყველაზე მთავარი, ყალბ პირადობას უნდა ახლდეს სია, ვგულისხმობ რას – არამხოლოდ ყალბ პირადობაში უნდა იყოს შესაბამისი სურათი და შესაბამისი მონაქცემები , არამედ ეს ყველაფერი უნდა იყოს ამომრჩეველთა სიებში, თუმცა თქვენ იცით, რომ პირველი ტურის სია, როდესაც ჩატარდა არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს ხელმისაწვდომი იყო ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის და ნებისმიერი პროგრამით ძალიან მარტივად შეიძლებოდა მათ შორის ნებისმიერი გაორების, ფოტოსურათი მაქვს მხედველობაში , გადამოწმება და ასეთი ფაქტი არცერთი საარჩევნო სუბიექტის მხრიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ დაფიქსირებულა . ყველაზე მთავარი აქვე არის მარკირების შემოწმების პროცედურა , რომელიც ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრულია და სწორედ ის განსაზღვრავს და უზრუნველყოფს პრინციპს – „ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა”- განაცხადა ბოჟაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებას ეხება, გამოძიება დაიწყო. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება.
არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები