საქართველოს პატრიარქმა ქართველი მშვიდობისმყოფელები დალოცა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. პატრიარქმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დალოცა, გიორგობა მიულოცა და მინისტრს ხატები გადასცა, რომლებსაც ლევან იზორია ავღანეთში ჩაიტანს. ხატებს მაზარ-ი-შარიფის, ბაგრამისა და ქაბულის სამხედრო ბაზებზე მდებარე ეკლესიებსა და სამლოცველოში დააბრძანებენ.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ლევან იზორია ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს წმინდა გიორგის ხატებსა და 90-ე ფსალმუნებს გადასცემს.
თავდაცვის მინისტრი ავღანეთში, ხატებთან ერთად, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადაღებულ ფილმს „წინამბრძოლს“ ჩაიტანს. წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება, ოფიციალურ პრემიერამდე, ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის გაიმართება. ფილმის წარმომდგენი საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს თავდაცვის სამინისტროა, რეჟისორი კი – გიორგი კიკალეიშვილი. ფილმი მისი უწმინდესობის მიერ დაწერილი მუსიკითა და მამა სერაფიმეს არამეული გალობით არის გაფორმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები