სიღნაღში იაპონელი პიანისტის, ტოშიკი უსუის კონცერტი გაიმართა

 სიღნაღის თეატრში ცნობილი იაპონელი პიანისტის ტოშიკი უსუის კონცერტი გაიმართა.
ვირტუოზმა პიანისმა დომენიკო სკარლატის, სუიჩი საკამოტოს და ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის კომპოზიციები შეასრულა.
ღონისძიებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტადაჰარუ უეჰარა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, მოწვეული სტუმრები და კლასიკური მუსიკის გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
იაპონელმა პიანისტმა მასპინძლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქალაქი მსოფლიოში ცნობილ და ვირტუოზ პიანისტს, ტოშიკი უსუის მასპინძლობს. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მან დღეს ვაჟა აზარაშვილის კომპოზიციები შეასრულა.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის და თქვენი მასპინძლობისთვის“, -აღნიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები