სოფელ ქვეშში 70 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს
ბოლნისის რაიონის სოფელ ქვეშში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 70 წლამდე ასაკის მამაკაცი.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს, ცხედარი კი სახლთან ახლოს მდებარე ტყეში გადაიტანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მამაკაცის ცხედარი ტყეში გუშინ, ადგილობრივმა მწყემსმა იპოვა.