ზუგდიდის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

 გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსი ბაკურ გულუა ზუგდიდის ცენტრში დაჭრეს. რეფერალური ჰოსპიტალის მედიკოსების თქმით, პაციენტს ორივე ქვედა კიდურზე ნაფლეთი შემავალი ჭრილობები აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში დაზარალებულს სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები