სოფიო ქაცარავა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას შეხვდა

საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრის განხილვის თემები იყო: გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლი, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები – ნატოსა და ევროკავშირის მომავალი წევრობა, ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციისაკენ მიმავალი გზა და არაღიარების პოლიტიკა, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და ქვეყნის შიგნით გატარებული დემოკრატიული რეფორმები. სოფიო ქაცარავამ დეტალურად ისაუბრა რუსეთიდან მომავალ კონვენციურ და არაკონვენციურ – ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათთან გამკლავების გზებსა და საშუალებებზე. საუბარი, ასევე, შეეხო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციას.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები