აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი საკაზმს ქეთევან პაპავასა და არჩილ ზამბახიძის პროექტ „ქართული გემოს მემკვიდრეობის” ფარგლებში მიენიჭა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთავარი იდეაა, ხაზი გაესვას აფხაზეთის, როგორც ერთიანი ქართული ეთნოკულტურული სივრცის ნაწილს.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭება ქართულ იდენტობასთან დაკავშირებულ ყველა პროდუქტისთვის ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას.
უფრო ადრე არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა მსოფლიოში ცნობილ ქართული ტრადიციული სუფრის კულტურას, ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგიას, ქართული დამწერლობის სამ სახეობას და ქართულ ჭიდაობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები