ელდარ შენგელაიას ახალ ფილმს ტოკიოს პრესტიჟული კინოთეატრი უმასპინძლებს

 1-ლი დეკემბრიდან, იაპონიაში, ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის – „სავარძელის” ჩვენება დაიწყება. ფილმს ტოკიოს პრესტიჟულ კინოთეატრ „ივანამი-ჰოლში“ უჩვენებენ.
ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ტოკიოში ელდარ შენგელაიას ფილმისადმი ინტერესი დიდი ინტერესია. ჩვენებების დაწყებამდე, იაპონური მედია რეჟისორთან ინტერვიუს „სკაიპით“ ჩაწერს.
ფილმის ნახვა მსურველებს მისი ნახვა ექვსი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები