თბილისში პოლონური დრამის ფესტივალი მიმდინარეობს
20- 23 ნოემბერს, სამეფო უბნის თეატრში, პოლონური დრამის ფესტივალი მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა ანცობეს, ფესტივალი ოთხ დღეს გასტანს. პროექტის ფარგლებში, პოლონელი ავტორების 6 პიესა ქართულ ენაზე ითარგმნა. ფესტივალი გაიხსნა იოლანტა იანიჩაკის პიესით „დედოფალი ეკატრინე“.
პროგრამა:
22 ნოემბერი
18:00
დოროტა მასლოვსკას „ჩვენ აქ ძალიან კარგად ვართ“ [პიესის კითხვა, რეჟ. მერი ბეროშვილი / თემურ ჩხეიძის სახელოსნო]
19:30
შეხვედრა დრამატურგ დოროტა მასლოვსკასთან
20:30
სპექტაკლის ვიდეოჩვენება, პროექტი „თეატროთეკა“
სპექტაკლი: „ფაინვაინბლაინ“ –
23 ნოემბერი
18:00
მარტა სოკოლოვსკას „რეიკიავიკი „74“
[პიესის კითხვა, რეჟ. სანდრო კალანდაძე]
19:30
სპექტაკლის ვიდეოჩვენება, პროექტი „თეატროთეკა“
იოლანტა იანიჩაკის ::::რიტა გ.-ს საქმე::::
20:30
ფესტივალის დახურვა
ფესტივალი სამეფო უბნის თეატრისა და ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება.
დასწრება თავისუფალია