თემურ ჩხეიძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება

26 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის აუდიტორია №1-ში, რეჟისორ თემურ ჩხეიძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრა, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ორგანიზებით, “შეხვედრები თეატრალურში” ციკლის ფარგლებში ჩატარდება.
საღამოს გაუძღვება ნიკოლოზ წულუკიძე.
დასწრება თავისუფალია.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. №19.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები