ევროპარლამენტარი: საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ასოცირებულ სახელმწიფოებს შორის, თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთის შესაძლებლობების გახსნის კუთხით დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ განაცხადა რომ საქართველო ასოცირებულ ქვეყნებს შორის ლიდერია.
„საქართველოს მთავრობას მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ისევე, როგორც მის წინამორბედს სურდათ დახმარებოდნენ ადამიანებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონებში და თქვენ მართლაც უზრუნველყავით ისინი გარკვეული პროგრამებით, იმიტომ რომ ისინი თქვენი საზოგადოების ნაწილია, თქვენი ხალხია.
დიდ დროს არ წაგართმევთ, მხოლოდ მინდოდა მეთქვა, რომ საქართელო არის მოწინავე ქვეყანა ასოცირებულ სახელმწიფოებს შორის. თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით”- , განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა დავით ზალკალიანს მადლობა გადაუხადა ქართულ დიპლომატიასა და საქართველოს ინტერესების გატარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და ასევე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის დადებითი შეფასებისათვის.
ანდრეს მამიკინსმა ხაზი გაუსვა შრომითი უფლებების კუთხით განსახორციელები ქმედებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ყველა ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები