„ერთ მუშტად შეკრულებმა გადავიტანოთ ეს არჩევნებიც და სხვა გამოწვევებიც“- გედევან ფოფხაძე (ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება დამოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ძალიან საქმიანი, კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული პოზიციები დააფიქსირა.

„ძალიან ბევრი ჩვენი თანაპარტიელის პოზიცია გააჟღერა ბატონმა ბიძინამ. ეს იყო გზავნილები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს საზოგადოებაც გავაერთიანოთ და ჩვენც ერთ მუშტად შეკრულებმა გადავიტანოთ ეს არჩევნებიც და სხვა გამოწვევებიც“, – განაცხადა “კვირასთან” გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები