მამუკა ბახტაძე: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ბუნებრივია, იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს ობიექტური

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ბუნებრივია, იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს – ობიექტური, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ინტერვიუ ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნათლად არის დანახული ყველა ხარვეზი, რომელიც მმართველობით სისტემაში არსებობდა.
“უფრო მეტიც, ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დავიწყეთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, რომ მმართველობითი სისტემა უფრო ეფექტური გამხდარიყო. ჩვენ გასატარბელი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. საქართველოს ბიუჯეტეი და პარტნიორებისგან მიღებული დახმარება გვაძლევს საშუალებას, რაც შეიძლება მეტი სიკეთე მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუროკრატია უნდა იყოს ეფექტური, ძალიან მაღალი კომპეტენციის და არსებობდეს შესრულების ძალიან მაღალი დისციპლინა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები