„ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ამ სიკეთით, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, მაქსიმალური პასუხისმგებლობის გრძნობით ისარგებლოს“

„დღევანდელი დღე ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ჩვენ ამ სიკეთით, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, უნდა ვისარგებლოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობის გრძნობით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ვიზალიბერალიზაციის პროცესის კითხვის ნიშნის ქვეშ შესაძლო დადგომის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღიდან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ევროპელ პარტნიორებთან, რათა რისკები მაქსიმალურად შემცირდეს და ცალკეულმა მოქალაქეებმა უპასუხისმგებლოდ არ ისარგებლონ ამ მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებით.
“ზოგადი ტრენდი ბევრ სახელმწიფოში ნეგატიურია. თანდათან სულ უფრო მეტი ევროპული სახელმწიფო აღიარებს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად, რაც ამ პრობლემის სისტემურად გადაწყვეტის წინაპირობაა. შესაბამისი ორგანოები ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობენ. ეს არის პროცესი. თავიდან იყო ადამიანების გაზრდილი რაოდენობა, დღეს უკვე ჩვენ გვაქვს შემცირებული რაოდენობა ბევრ ქვეყანაში, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიზალიბერალიზაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით რისკი არსებობს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები