გიორგი აბდალაძე: ხვალინდელი დღე ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე მძიმე იქნება

სააპელაციო სასამართლოში 11:00 საათზე ე.წ. ფოტოგრაფების საქმის დასკვნითი სხდომა გაიმართება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე სტატუს აქვეყნებს.
“ხვალინდელი დღე ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე მძიმე იქნება, ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში ხვალ უნდა დასრულდეს. სამწუხაროა, რომ ამ დღეს ჩემი უფროსი გარდაცვლილი ძმა ვერ ესწრება, ვერც დეიდაჩემი, რომელიც უზომოდ მიყვარდა, ვერც ირაკლი გედენიძის დედა. მადლობა ყველას, ვინც ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქეთ, ვინც გლდანის ჯოჯოხეთთან იბრძოდით ჩვენი სიმართლისათვის. მადლობა ყველა ჟურნალისტს, იმ ადამიანებს, ვინც გვეხმარებოდით ყოველი დღე გვებრძოლა ხვალინდელი დღისათვის. განაჩენი, რომელიც ხვალ უნდა დადგეს, ეს თქვენი თითოეულის გამარჯვების დღეა. მადლობა, მადლობა ყველას, მადლობა. სააპელაციო სასამართლოში 11 საათზეა ფოტოგრაფების საქმის დასასრულია”, – წერს გიორგი აბდალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები