“რა წყაროა ამისთანა, რომელიც არც მითიურ თათბირს დასწრებია და არც დაბეჭდილი დოკუმენტი უნახავს”

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მარიამ სხილაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მათი წყარო ყალბი დოკუმენტების ბეჭდვას არ შესწრებია და შესაბამისად, ამის ამსახველი ფოტომასალაც არ არსებობს.
სხილაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე აღნიშნული ფაქტით ინტერესდება და სვამს კითხვას – ვინ არის ასეთი წყარო, რომელიც არც თათბირს დასწრებია და არც დაბეჭდილი ყალბი დოკუმენტი უნახავს.
“აუ დღეს ამიტანეთ რა, მე არ დამიწყია, მაგრამ ეს კიდევ უკეთესია და უნდა გავაზიარო:
მიხეილ ბენიძე – ჩვენი წყარო არ შესწრებია რამე დოკუმენტების ბეჭდვას, შესაბამისად, მას ფოტომასალა არ მოუწოდებია.
რა წყაროა ხალხო ამისთანა, რომელიც არც მითიურ თათბირს დასწრებია, არც დოკუმენტი უნახავს თვალით დაბეჭდილი და რაღაც ლეგენდებს გიყვებათ?
ეს რანაირად შეიძლება გამაგებინეთ? ვისაც მინდა ხვალ მივადგები და ათას საშინელებას მოვუყვები ვისზეც მინდა. მერე იმას კისერი უტეხია, თავს როგორ იმართლებს? ეს იყო მთელი ამ გაუგონარი აურზაურის მიზანი?”,-წერს მარიამ სხილაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. როგორც მან, თავიანთ წყაროზე საუბრისას აღნიშნა, ის ყალბი დოკუმენტების ბეჭდვას არ შესწრებია და შესაბამისად ამის ამსახველი ფოტომასალაც არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები