სალომე ზურაბიშვილი: ოპოზიცია მესამე ტურისთვის ქუჩაში ემზადება

ოპოზიცია მესამე ტურისთვის ქუჩაში ემზადება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება და ვისაც დესტაბილიზაცია სურს, მისი ადგილი აქ არ არის.
„ოპოზიცია განიხილავს დესტაბილიზაციის სცენარს, ეს არავისთვისაა საიდუმლო. ოპოზიცია მესამე ტურისთვის ქუჩაში ემზადება. მგონია, რომ ეს არაა ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ამ ქვეყანას სჭირდება არჩევნების შემდეგ სტაბილურობა და მე ამისთვის მოვდივარ. ვისაც დესტაბილიზაცია სურს, იმას არ აქვს ამ ქვეყანაში მომავალი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები