სალომე ზურაბიშვილი: მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები, თავიდანვე ვთქვი, რომ ვარ ფრთხილი და ველოდებოდი ოფიციალურ შედეგებს

„მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები, თავიდანვე ვთქვი, რომ ვარ ფრთხილი და ველოდებოდი ოფიციალურ შედეგებს“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
მედიის წარმომადგენლებმა მას კითხვა დაუსვეს პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ ეგზიტპოლის თემაზე მას მკაცრი საუბარი ჰქონდა გუნდში და „14%-იანი სხვაობა სირცხვილია და ამას კვლევა აღარ ჰქვია“.
„მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები. თავიდანვე ვთქვი, რომ გამიხარდა შედეგები და აქვე აღვნიშნე, რომ ვარ ფრთხილი და ველოდებოდი საბოლოო ოფიციალურ შედეგებს. მე ყოველთვის ასე ვიქცევი. მეორე ტურშიც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს. ეგზიტპოლი ეგზიტპოლია და ყველამ ვიცით, ცდომილება არსებობს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება სხვა თემებზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, როგორც პარტიის თავმჯდომარე. მე ამის შეფასებაში არ უნდა მივიღო მონაწილეობა. ეს არ იქნება სწორი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები