თამარ ჩუგოშვილი: გუშინ მძიმე ბრალდება გაჟღერდა, ეს არის დაუშვებელი

„გუშინ საკმაოდ მძიმე ბრალდება გაჟღერდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა არასამთავრობოების იმ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლითაც არჩევნების შესაძლო გაყალბება, ყალბი პირადობებით შეიძლება მოხდეს.
მისი თქმით, არავის სჭირდება ეს პროცესი და ეს ადაუშვებელია – „ვერც კი წარმომიდგენია, რომ რეალურად ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ თუ მოხდა, რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი”.
„გუშინ საკმაოდ მძიმე ფაქტი იყო გაჟღერებული, მძიმე ბრალდება იყო, რომელსაც დაუყოვნებლივ მოჰყვა რეაგირება პროკურატურის მხრიდან. დღეს უკვე დაკითხვაზეც იმყოფებოდნენ ისინი. მეტი ინფორმაციის მიწოდება იმ უწყებებისთვის, რომლებმაც რეაგირება უნდა მოახდინონ, ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ ხმამაღალ ბრალდებად არ დარჩეს ეს პროცესი, არამედ რეალურად გავიგოთ, რას ჰქონდა ფაქტი. რაც შეეხება პირადობების ბეჭდვას, როგორც მოვლენას, მე ეს ძალიან კარგად მახსოვს 2012 წელს, როდესაც მე თვითონ, როგორც საია-ს თავმჯდომარე, ვიყავი ერთ-ერთი მთავარი დამკვირვებელი ორგანიზაცია. ძალიან მასშტაბური სახე ჰქონდა მაშინ ამას და პასუხისგებაშიც კი არის მიცემული ადამიანი, რომელიც დიდი რაოდენობით ბეჭდავდა ამ ყალბ პირადობის მოწმობებს. გიორგი ვაშაძე იყო მაშინ იმ უწყების ხელმძღვანელი, სადაც ეს ხდებოდა. ეს ფაქტი დადგენილია და ვინაიდან, რაღაც მსგავსი ბრალდება მოვისმინეთ გუშინ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ამ ადამიანებმა, ვინც ეს ბრალდება გააჟღერეს, ყველანაირად შეუწყონ გამოძიებას ხელი, რომ ფაქტი გაიხსნას და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგეს. არავის სჭირდება ეს პროცესი, ეს არის დაუშვებელი, ვერც კი წარმომიდგენია, რომ რეალურად ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდა, რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები