გიორგი მარგველაშვილი: მე დათო ნარმანიას მივცემ ხმას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დადებითად შეაფასა როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ასევე პროფესიონალიზმით. პრეზიდენტის განცხადებით, ის კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას არჩევნებში მხარს უჭერს.
“არჩევნები არის უაღრესად საინტერესო დღე, როცა ყველა მოქალაქეს აქვს მხოლოდ ერთი ხმა და მაშინ პრეზიდენტიც, პრემიერ-მინისტრიც, პარლამენტის თავმჯდომარეც ერთი ხმით არის აღჭურვილი.
აქედან გამომდინარე, გეუბნებით, რომ დათო, რომელიც ძალიან აქტიური იყო ჩემს კამპანიაში, როგორც მინისტრი, შთამბეჭდავი იყო მთავრობის სხდომებზე, იმიტომ, რომ იყო ყოველთვის მომზადებული, დეტალებამდე ჩასული და ეფექტურად მუშაობდა – მე მას მივცემ ხმას ბევრი მიზეზის გამო – პროფესიონალია, ძალიან კარგი და ძალიან სანდო ადამიანია ჩემთვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ,,პოლიტიკის დროში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები