საბავშვო ევროვიზიის ფინალში სოფო ედილაშვილი მე-13 ნომრად გამოვა

„საბავშვო ევროვიზია 2018“-ის ფინალში, 25 ნოემბერს ქართველი კონკურსანტი თამარ ედილაშვილი, მინსკის არენაზე მე-13 ნომრად გამოვა.
1tv.ge-ს ინფორმაციით, წილისყრის მიხედვით, შოუს უკრაინის წარმომადგენელი გახსნის, ბოლო კი სცენაზე პოლონელი კონკურსანტი გამოვა.
2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს, სიმღერით – „შენი ხმა“. საკონკურსო სიმღერის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ხოლო ტექსტი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.
საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელორუსელი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები