გიორგი მარგველაშვილი: მთავრობის წევრებს ნორმალური ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ

     საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვინაიდან მთავრობის წევრები ურთულეს საკითხებს წყვეტენ, ნორმალური ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, რომელიც სტაბილური უნდა იყოს.
„არ მგონია, რომ ეს არის ეკონომიკის თემა, ეს უფრო სახელმწიფო სამსახურების დასტაბილურების თემაა. ვფიქრობ, მთავრობის წევრებს, იქიდან გამომდინარე, რომ ურთულეს საკითხებს წყვეტენ და ხშირად მილიონობით და ასეულობით მილიონობით თანხის განკარგვასთან აქვთ საქმე, ნორმალური ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს ნორმალური ანაზღაურება სტაბილური უნდა იყოს.
თუ არსებობს საკითხები, რომელიც არასახარბიელოდ გამოჩნდა, რომელიც, ძირითადად, არის პრემიების და არა ანაზღაურების საკითხი, არის დასარეგულირებელი და არ არის კარგი დასანახი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში “პოლიტიკის დრო”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები