„ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს“

   ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “პოლიტიკის დროში” განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს საკითხი კონსულტაციების თემაა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ასოცირების ხელშეკრულება აერთიანებს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემაში გასატარებელ რეფორმებს უპრიანი ხელი მოაწეროს ქვეყნის მეთაურმა.
“მე ვიზიარებ შეხედულებას, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დათქმაა, პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს მთავრობასთან შეთანხმებით, ეს არის კონსტიტუციური ნორმა. ამის თაობაზე აუცილებლად ჩატარდება კონსულტაციები. ჩემთვის მნიშნველოვანია, რომ საქართველომ მოაწეროს ხელი და თუ იქნება სხვა პოზიცია, მე ამ საკითხს არ გამოვედავები, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ დოკუმენტს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულება მოიცავს, როგორც აღმასრულებელი ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებში განსახორციელებელ რეფორმებს, ამიტომაც მგონია, რომ ხელი სახელმწიფოს მეთაურმა მოაწეროს,”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები