ვაშინგტონსა და ჩიკაგოში თანამედროვე ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების ორ ქალაქში – ვაშინგტონსა და ჩიკაგოში,  თანამედროვე ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა.
რეტროსპექტივა  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების წლის იუბილეს მიეძღვნა.
ამერიკელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ეხილათ ექვსი თანამედროვე ქართული ფილმი: ,,დედე“ -  მარიამ ხაჭვანი, ,,საშიში დედა“  –  ანა ურუშაძე, ,,შემთხვევითი პაემნები“-  ლევან კოღუაშვილი, ,,სხვისი სახლი“- რუსუდან გლურჯიძე, ,,ჩემი ბედნიერი ოჯახი“ –  ნანა ექვთიმიშვილი, ,,არა მეგობარო“  -  გიო მგელაძე, და დამატებით, 60-იან წლებში მიხეილ კობახიძის მიერ გადაღებული სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ქორწილი“, „ქოლგა“ და „მუსიკოსები“.
კინოჩვენებას თან ახლდა დისკუსია: მონაწილეობდნენ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, კინომცოდნე პიტერ როლბერგი, ასევე საელჩოს მრჩეველი სოფიო გეგეჭკორი და ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ლევან ლომჯარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები