რაზე ისაუბრეს პრემიერმა და პრეზიდენტმა?

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ფოტოებზე, სადაც პრეზიდენტი და პრემიერი ერთად ვახშმობენ. მარგველაშვილის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილთან კოორდინირებულ და ინტენისიურ ურთიერთობებზე ისაუბრა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაცას პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ეს სიტყვა „გადაჭარბებულია“.
„პრემიერთან ერთი შეხვედრა თბილისში, მეორე კი ყაზბეგში მქონდა. ყაზბეგში შევხვდით იმ ტრაგედიის გამო, რაც იქ მოხდა. მონაწილეობა მივიღე საგანგებო შტაბის სხდომაში.
რაც შეეხება, ჩემი და მთავრობის ურთიერთობას, ხელისუფლებასთან გვაქვს მუშა ურთიერთობა, რომლის ფარგლებში ყველა საქმეს ვაგვარებთ. როდესაც ამბობენ, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირებაა, სიტყვა დაპირისპირება გადაჭარბებულია. რაც შეეხება ფოტოებს, ეს იყო შეხვედრა, რომელზეც ვისაუბრეთ უფრო კორდინირებულ და ინტენსიურ მუშაობაზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფოტოები, სადაც რესტორან „პურის სახლში“ პრემიერი და პრეზიდენტი ერთად ვახშმობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები