გიორგი მარგველაშვილი: ჩემსა და პრემიერს შორის დაპირისპირება გადაჭარბებული ნათქვამია

   დაპირისპირება ჩემსა და პრემიერს შორის გადაჭარბებული ნათქვამია – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი და პრემიერი სამუშაო ფორმატში ურთიერთობენ და კოორდინირებულად ყველა საქმეს აგვარებენ. „ჩვენ ხელისუფლებასთან გვაქვს მუშა ურთიერთობა, ეს არის ურთიერთობა რომლის ფარგლებშიც ყველა საქმეს ვაგვარებთ. ამ ურთიერთობის ძირითადი პრინციპი და ამოსავალი არის ის, რომ პრეზიდენტს და პრემიერს გააჩნიათ სხვადასხვა ფუნქციები… განსაკუთრებით ახალი კონსტიტუციის პირობებში.
შემიძლია გითხრათ, რომ ურთიერთობა არის მუშა და ასეც გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები