რომან კაკულია სესხების ჩამოწერის საკითხზე: ჩვენი გუნდი თუ რაიმეს შეცვლის ამ დაპირებაში, ეს იქნება იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ვსხედვართ

ეს ნაბიჯი, გარკვეულწილად მისი სისრულეში მოყვანა და დასრულებასთან დაკავშირებული დამატებითი ძალისხმევა სწორედაც რომ არის დაკავშირებული იმასთან, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს, უფრო ადეკვატური გახდეს საზოგადოებაში არსებული გამოწვევების მიმართ, – ამის შესახებ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე საუბრისას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა.
„რა დაგვანახა პირველი ტურის შედეგებმა – დაგვანახა ის, რომ ადეკვატურობის ხარისხი იყო ნაკლები და შემდგომში ძალიან ბევრი გამოწვევებია. ეს ერთ-ერთი გამოწვევაა“, – განაცხადა კაკულიამ.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ინიციატივა, რომელიც ფონდ „ქართუს” მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას, კაკულია აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივა წინასაარჩევნო დაპირებაა და არა განხორციელებული პროცესი.
„ეს არის წინასაარჩევნო დაპირება, ჩვენ რომ ახლა პროცესს ვასრულებდეთ არჩევნებამდე და ეს უკვე განხორციელებული პროცესი იყოს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ცხადია, მაშინ, ალბათ, შეკითხვებიც არ იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ კონტექსტს, შესაძლოა, ეს შეიცავდეს, თავად ფაქტი არის ისეთივე ტიპის დაპირება, როგორიცაა დაპირება ხელფასების მიმართ, პენსიების ზრდის მიმართ და სხვა ტიპის ვალდებულებების მიმართ, რომელსაც მთავრობა აპირებს, რომ მოაგვაროს. გასაგებია, რომ ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ფონდი აქ ერთ-ერთ მოთამაშედ შემოდის, ეს გარკვეულ არასტანდარტულ სიტუაციას ქმნის, მაგრამ ეს თავად განსაჯოს საზოგადოებამ. იურისტებმაც იმსჯელონ. თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა გადაწყვეტს, რომ სარჩელი შეიტანოს, მოიგებს ამ დავას, ამის შედეგად ეს პროცესი აღარ შედგება და მგონია, ამას უფრო მეტი მომავალი ექნება საზოგადოებაში იმით, რომ შეაჩერებს პროცესს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ საქმე გვაქვს არასტანდარტულ დაპირებასთან.
არის ასეთი საკითხი, ხომ არ მიიღებს ეს პერმანენტულ ხასიათს. არ მიიღებს, იმიტომ, რომ ახალი რეგულაციები შემოდის, ეს ერთჯერადი აქტია. მთავრობა ვერ ჩადგება ასეთ რეჟიმში. ყოველ საარჩევნო პერიოდში და თუნდაც, არჩევნების შუა პერიოდში, როცა მძაფრდება ეკონომიკური სიტუაცია, ასეთი არაორდინარული ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა მთავრობას აღარ ექნება.
ჩვენი გუნდი თუ რაიმეს შეცვლის ამ დაპირებაში, ეს პირდაპირ იქნება იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ჩვენ ვსხედვართ, ხატოვნად რომ ვთქვათ. არც კი მინდა მაგაზე ფიქრი“, – განაცხადა კაკულიამ.ც
ნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ინიციატივა გუშინდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდ-ნახევარი ლარის განულებაზე. პრემიერის განცხადებით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება.
„600 000 მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს“, – განაცხადა პრემიერმა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ იტყვის, რომ რიგი სესხების განულების შესახებ დაპირებაში ვალების გადახდას არ გულისხმობდა და ამ დაპირებას არ შეასრულებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები