შს მინისტრი პარლამენტის დეპუტატების კითხვებს უპასუხებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მიმდინარე კვირაში პარლამენტში მივა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციების ირგვლივ ისაუბრებს, – აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ გაახმაურა.
„ამ კვირაშივე შედგება ეს შეხვედრა, შეგვიძლია დღესვე შევათანხმოთ თარიღი შს მინისტრის შეხვედრაზეა საუბარი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის წევრის სერგი კაპანაძეს საპასუხოდ.
სერგი კაპანაძემ ბიოროს სხდომაზე გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლის შესახებ დეპუტატებს კითხვით მიმართა:
„ჩვენ ორი კვირის წინ დავარეგისტრირეთ დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების საკითხს. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრი, თქვენც ბრძანეთ წინა ბიუროს სხდომაზე რომ შსს-გან იყო თანხმობა მოსვლასთან დაკავშირებით. როდის მოვა, მაგალითად ამ კვირაში მოახერხებს თუ არა შს მინისტრი მოსვლას?”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
აღნიშნული საკითხის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველივე სხდომაზე იგეგმება. შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლის თარიღი კი კონსულტაციების შედეგად შეთანხმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები