ბანკებმა ყოველი წლის ბოლოს უიმედო სესხების ჩამოწერა ისედაც იციან-გრიგოლ ვაშაძე მთავრობის ინიციატივას აფასებს

0

„ფული არ არისო რომ იძახდნენ, ახლა წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში, ფულიც მოინახა და სურვილიც?!“, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრემიერის ახალ ინიციატივას.
ვაშაძის თქმით, ბანკებმა ყოველი წლის ბოლოს უიმედო სესხების ჩამოწერა ისედაც იციან.
„არაფერი ინიციატივა ეს არ არის. ეს არის წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი, იმიტომ, რომ ჩვენ ვთავაზობთ საბანკო სისტემის ძირეულ რეფორმას და ე.წ. „ქართული ოცნების” ხელისუფლება კიდევ ცდილობს, ის, რაც ხდება რუტინულად ყოველი წლის ბოლოს, გაასაღოს ინიციატივად. ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს. შარშან ჩამოწერეს 75 მლნ-ზე მეტი. არავითარი მილიარდნახევარი არ იქნება, დარწმუნებული იყავით ეს არის ტრიუკი, სასოწარკვეთილება და სხვა არაფერი. ჯერ ერთი ამას გაასაღებენ და მეორე, დიდი ბოდიში მომიხდია და თუ ასე ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეებზე. მაპატიეთ, არჩევნები რაღა შუაში იყო მაშინ?არჩევნებამდე გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. ფული არ არისო რომ იძახდნენ, ახლა წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში, ფულიც მოინახა და სურვილიც? მაგრამ ეს არის სუფთა წყლის ბლეფი და რამენაირად თვითგადარჩენა”,- განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საფინანსო სექტორთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით 600 000-ზე მეტ მოქალაქეს, რომელიც „შავ სიაში“ იმყოფება, დავალიანებები გაუნულდება.

კომენტარები

კომენტარი