საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 5 დეკემბრიდან​ მოხალისეობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა ხუციშვილმა განმარტა, მოხალისეებს შრომის ანაზღაურება არ ექნებათ, თუმცა მათ ექნებათ სოციალური გარანტიები.
„ქვეყანას ორი ტიპის მოხალისეები ეყოლება – ერთი, რომლებიც ზოგადად, მასშტაბურ ღონისძიებებში ჩაერთვებიან საგანგებო სიტუაციების და პრევენციის კუთხით და მეორე, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველო ძალების რეაგირების დრო აღემატება ოცდაათ წუთს, ადგილზე მცხოვრებ მოქალაქეებს გადაეცემათ ტექნიკური აღჭურვილობა, იმისთვის, რომ პირველადი რეაგირება განახორციელონ. აღნიშნული პროექტით ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, აშშ-სთან, რომ მოხალისეების დაძმობილება მოხდეს შესაბამის მოხალისეთა გაერთიანებებთან სხვა ქვეყნებში და ხელი შეეწყოს ამ მიმართულების განვითარებას საქართველოში. მოხალისეებს შრომის ანაზღაურება არ ექნებათ, რადგან ეს არის უანგარო საქმიანობა, თუმცა მათ სოციალური გარანტიები ექნებათ . იმ შემთხვევაში, თუ მოხალისე რაიმე საგანგებო სიტუაციის დროს დაშავდება, მასზე იგივე სოციალური გარანტიები გავრცელდება, რაც მეხანძრეზე. ასევე გვექნება სხვადასხვა წამახალისებელი პროექტები, მათ ექნებათ გარკვეული ბენეფიტები“, – განაცხადა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები