ლევან დავითაშვილი: ვაზის ნაწილში საქართველოში ყველგან გვაქვს პოტენციალი, მათ შორის სამეგრელოს რეგიონში

“ყველა რეგიონის განვითარების კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია. მათ შორის სამეგრელოს რეგიონში მევენახეობის კულტურის განვითარება”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა “კვირას” ზუგდიდში განუცხადა.
“ჩვენ კი არ ვქმნით სახელმწიფო საწარმოებს, რომელიც სოფლის მეურნეობაში იქნება წარმატებული, როგორც იყო 2011-2012 წლებში, არამედ ჩვენი პოლიტიკა მიმართულია, რომ კერძო ინიციატივებს დავეხმაროთ. თქვენ თუ გაქვთ იდეა, ჩვენ თანადაფინასებით მოგეხმაროთ. ჩვენ ამით ვართ ამაყები და ძნელია გამოყო რომელიმე კონკრეტული პროექტი.
მომავალი წლის ინიციატივები ძალიან ბევრი გვაქვს. მათ შორის კონკრეტულ რეგიონში კონკრეტული სექტორის განვითარება, იგივე მევენახეობის. ბიომრავალფეროვნების კუთხით ვაზის ნაწილში საქართველოში ყველგან გვაქვს პოტენციალი, მათ შორის სამეგრელოს რეგიონშიც.
მეტი კომუნიკაციაა მოსახლეობასთან საჭირო იმისათვის, რომ რეალურად დავანახოთ საფრთხეები და პერსპექტივები. ალბათ, უფრო მეტად პერსპექტივები და იმედი, რომელიც რეალურად შეიძლება ჰქონდეს მოსახლეობას ჩვენი ხელისუფლების მხარდაჭერით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები