“მადლობა ფონდ “ქართუს”, რომელიც დააფინანსებს მოქალაქეების ვალებს, რომელიც 2 ათას ლარს ქვემოთ არის”

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე “შავ სიაში” მყოფი მოქალაქეების დავალიანების განულების თაობაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს და ფონდ “ქართუს” მადლობას უხდის.
​”ეს არ არის ახალი გადაწყვეტილება. როგორც იცით, პრემიერმა განაცხადა როდესაც მობრძანდა, რომ ქვეყანა წავა ეკონომიკის განვითარების ინკლუზიური კუთხით. ანუ ეკონომიკის განვითარება უნდა შეეხოს ყველა მოქალაქეს. ამის გადაწყვეტილება იყო, როდესაც მცირე მეწარმეებთან დაკავშირებით იყო გამარტივებული კანონმდებლობა, შეღავათები, ეს იყო პირებისთვის ვალების ჩამოწერა. მხედველობაში მაქვს იურიდიული და კერძო საქმიანობისგან გამომდინარე პირებზე და ახლა ეს არის ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, ერთი მიმართულებით ჩვენ მივიღეთ კანონი, ეროვნული ბანკი 1 იანვრიდან აამოქმედებს და ეს არის ახლა. მადლობა ფონდ “ქართუს”, რომელიც დააფინანსებს მოქალაქეების ვალებს, რომელიც 2 ათას ლარს ქვემოთ არის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქ არის ძირ თანხაზე საუბარი. შეიძლება გადასახდელი მეტი იყოს, მაგრამ ძირი უნდა იყოს 2 ათას ლარზე ნაკლები. ეს არის დიდი საქმე. შეეხება ჯერჯერობით 600 ათას ადამიანს. გრძელდება მუშაობა, რომ კიდევ 150 ათასს შეეხოს და საერთო ჯამში მილიარ ნახევრამდეა თანხა. ეს არის “შავ სიაში” მყოფი ადამიანები, რომლებიც მოწყვეტილი არიან დღეს ეკონომიკურ ცხოვრებას და გარიყული არიან ეკონომიკური საქმიანობისგან. შეიძლება ძირი იყოს 2 ათასი და პროცენტები 5, მაგრამ თუ ძირი არის 2 ათას ლარამდე ყველას ეხება, დაიფარება მთლიანად, ბანკებს არ დააზარალებს – ამას ცალსახად ვამბობ, ბანკები არის ეკონომიკური განვითარებისთვის ძირეული და მოხდება ვალების გადახდა ფონდ “ქართუს” მიერ”, – აცხადებს კვიჟინაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები