მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის სპექტაკლების კვირეული დაიწყო

18 ნოემბერს თემურ ჩხეიძეს  75 წელი შეუსრულდა. მარჯანიშვილის თეატრი ულოცავს თემურ ჩხეიძეს იუბილეს და უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს, შემოქმედებით წარმატებას.
„თეატრში მთავარია, როგორ ჰყვები იმას, რაც უკვე დაწერილია…  ჩემთვის თეატრი არის ადგილი, სადაც მე ჩემთვის რაღაცეებს ვიკვლევ და ვაკვირდები ამა თუ იმ მოვლენას და ადამიანებს. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად მაინტერესებს ასეთი რამეების კვლევა. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, ვიკვლევ“… (თემურ ჩხეიძე).

„თემურ ჩხეიძე არ ასწავლის ადამიანებს, როგორ უნდა იცხოვრონ. ის უფრთხილდება თითოეულ სიტყვას, რომელიც სცენაზე უნდა ითქვას.
უნიკალური და შეუზღუდავი ნიჭით გამორჩეულია თემურ ჩხეიძის სახელი ჩვენს თეატრალურ სინამდვილეში. იგი გახლავთ: საქართველოს სახალხო არტისტი, რუსეთის სახალხო არტისტი. კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მიხეილ თუმანიშვილის პრემიის ლაურეატი.
საქართველოს თეატრალური პრემიის „ოქროს ნიღაბი“ ორგზის მფლობელი. ასევე: გოგი გეგეჭკორის სახელობის „ქართული ხელოვნების რაინდი“ პრემიის ლაურეატი; რუსეთის თეატრალური პრემიის „ოქროს ნიღბის“ ლაურეატი; პეტერბურგის თეატრალური პრემიის „ოქროს ნიღბის“ მფლობელი, „ოქროს გრან-პრის“ მფლობელი და კიდევ სხვა მრავალი ჯილდოს მატარებელი“… – აღნიშნულია მარჯანიშვილის თეატრის მილოცვის ტექსტში.
რეჟისორის იუბილესთან დაკავშირებით 18 ნოემბრიდან მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის სპექტაკლების კვირეული მიმდინარეობს. კვირეული სპექტაკლ „გრონჰოლმის მეთოდით“ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები