გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის (მინიატურის ჟანრში) – „ერთგულების” წლევანდელი გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.
ჟიურიმ, რომლის წევრები იყვნენ – ნინო ვახანია, ამირან არაბული, თამაზ ვასაძე, გამოავლინა გამარჯვებულები.
ჟიურიმ დაასახელა 3 გამარჯვებული და 6 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი.
I პრემია – ზაზა ბიბილაშვილი;
II პრემია – ლანა მანველი;
III პრემია – მარიამ სისვაძე.
6 საუკეთესო ნამუშევრის ავტორები არიან: ლუკა ბაქანიძე, შორენა თამაზაშვილი, ირმა გოდერძიშვილი, ლილი ფულარიანი, ანი ქავთარაძე, სალომე ჭანტურია.
ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათიყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები