ახმეტაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ახმეტაში დაკარგული 86 წლის მამაკაცი – ნიკო გუშკაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მას მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად ეძებდნენ. მოხუცის ცხედარს მაშველებმა მდინარე ალაზნის პირას მიაკვლიეს.
ე.წ. სათიანოს დასახლებაში მცხოვრებ 86 წლის მამაკაცს ოჯახი და მაშველები 12 ნოემბრიდან ეძებდნენ. ის სახლიდან პირუტყვის სამწყემსად გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები