ევროსაბჭოს კვლევის თანახმად, დისკრიმინაციის შემთხვევებზე პოლიციისადმი ნდობა მაღალია

ევროპის საბჭომ წარმოადგინა კვლევა, რომელიც პროექტის – „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კვლევა, ევროსაბჭოს დაკვეთით, კვლევითმა ორგანზიაცია CRRC-იმ 2018 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარმა იცის, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ან სიძულვილის ენის მსხვერპლს შეუძლია მიმართოს პოლიციას, სასამართლოს და სახალხო დამცველის ოფისს. კვლევის შედეგებით დგინდება, რომ გამოკითხულთა ყველაზე მეტი (62%) ნდობას პოლიციას უცხადებს. კვლევით ასევე დგინდება, რომ სიძულვილის ენის ან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთა ყველაზე დიდი ნაწილი (49%) სწორედ პოლიციას მიმართავდა.
ევროსაბჭოს მიერ დაკვეთილმა კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა სამართლებრივი დაცვის არსებულ მექანიზმებში ყველაზე დიდ ნდობას პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტრო უცხადებს.
უწყების ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს ქვეყნის მასშტაბით, წარმომადგენლობითი კვლევის, სიღრმისეული ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების შედეგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები