რუსთავში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ავტომატური მობილური სადგურის საშუალებით განახორციელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქ. რუსთავში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ავტომატური მობილური სადგურის საშუალებით განახორციელეს. მონიტორინგის შედეგად, დადგინდა, რომ ქ. რუსთავში ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
მობილური სადგურის საშუალებით, შესაძლებელია ჰაერის ხარისხის განსაზღვრა დედაქალაქის სხვადასხვა წერტილებს და საქართველოს რეგიონებში. ავტომატური სადგური, ამჯერად, ქ. რუსთავში განთავსდა, სადაც 24 საათის განმავლობაში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგი განხორციელდა. სადგურის საშუალებით, ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები განისაზღვრა (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი). მიღებული შედეგების შეფასება საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.
ახალი მობილური სადგურით შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში ჰაერის დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენა.
როგორც “კვირას” გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტიდან აცნობეს, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, ახალი თანამედროვე სტაციონალური ავტომატური სადგურების დამონტაჟება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები