გიორგი გახარია: საგამოძიებო ექსპერიმენტში იაგო ნებიერიძე მონაწილეობდა

გუშინ გორში ჩატარდა სპეციალური საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც იაგო ნებიერიძეც იღებდა მონაწილეობას. ექსპერიმენტი ეძღვნებოდა მოვლენას, შემთხვევას, რომელიც მოხდა 2004 წელს. ეს არის რისი თქმაც მე შემიძლია. იაგო ნებიერიძე მოწმის სტატუსით იღებდა მონაწილეობას,”- განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ამ ეტაპზე გორში ცენტრალურ პარკში სამძებრო სამუშაო შეწყდა, კრიმინალისტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს, თუმცა ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები.

ოფიციალური უწყებები ჯერ არ განმარტავენ, თუ რა შედეგით დასრულდა სამძებრო სამუშაოები.

ცხედრის ძებნაში დღეს დილიდან სამხარაულის სახელობის ბიუროც ჩაერთო. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები გორის პარკში გუშინ გვიან ღამით დაიწყეს.

იაგო ნებიერიძე გორში 8 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის შესახებ ინფორმაციამ ხელახლა 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის შემდეგ გაიჟღერა. დაკარგული მოზარდის დედა ვარაუდობს, რომ საქმეში იაგო ნებიერიძე ფიგურირებს, თუმცა მას გამოძიებამ თავის დროზე ბრალი სხვა მუხლით წაუყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები