ბათუმში არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს

ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ჭრილობები დაშავებულს ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება იყო.

დაჭრილი საპატრულო ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში გადაიყვანა. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამჟამად მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები