“რუსთავი 2”-ის კორესპოდენტმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორი პრინციპი დაარღვია

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა დავით დვალიშვილმა ქარტიის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორი პრინციპი დაარღვია.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილებით დვალიშვილმა ბავშვის ინტერესისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები დაარღვია.

საქმე ეხება, გურიაში არასრულწლოვნის სუიციდის შესახებ 18 აგვისტოს მომზადებული სიუჟეტს, რომლის გამოც დავით დვალიშვილის წინააღმდეგ ქარტიამ ორი განცხადება მიიღო.

ორგანიზაციები, სუიციდის პრევენციის ცენტრი და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) მიიჩნევდნენ, რომ სიუჟეტი არ შეესაბამებოდა მედიის ეთიკურ პრინციპებს, ვინაიდან გასაჯაროვდა პირადი ცხოვრების ისეთი დეტალები, რომლის გამოქვეყნებითაც დაცული არ იყო ბავშვის საუკეთესო ინტერესი.

ქარტიის საბჭომ დაადგინა მერვე და მეათე პრინციპის დარღვევა, თუმცა არ გაიზიარა განმცხადებლების არგუმენტაცია მეშვიდე პრინციპის (დისკრიმინაცია) დარღვევასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, რომ სადავო სიუჟეტში ეს პრინციპი დარღვეული არ ყოფილა.

საქმის განხილვას ესწრებოდა PHR-ის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს ტელეფონის მეშვეობით უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები