გარემოს ეროვნული სააგენტო გუდაური-კობის მონაკვეთზე მონიტორინგს ახორციელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი გუდაური-კობის მონაკვეთზე იმყოფება და ადგილზე ზვავსაშიშროების მონიტორინგს ახორციელებს. სპეციალისტების რეკომენდაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში რეკომენდებული არ არის. შესაბამისად, სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აკრძალულია.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 17 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +10, +15°; მთაში +5, +10°; მაღალ მთაში 0, +5°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის I ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +9, +14°; მთაში +3, +8°; მაღალ მთაში 0, +5°.
თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში წვიმა. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: +12°.
18 ნოემბერს კი დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან წვიმა, მთაში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +5, +10°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, დღისით 0, +5°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია ნალექი, მთაში თოვლი სახით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით დროგამოშვებით ძლიერი 17- 22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, ზოგან -3°-მდე, დღისით +9, +14°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +5, +10°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, დღისით +1, +6°, ზოგან -3°-მდე.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით +3°, დღისით +11°.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ადგილზე რჩება და მონიტორინგს აგრძელებს.