გერმანული გამოცემა “შპიგელი”: “საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც გერმანია”

სტატია გერმანულ ჟურნალ „Spiegel“- ში, სათაურით, „რამდენად უსაფრთხოა მსოფლიო?” 15 ნოემბერს გამოქვეყნდა. სტატიის ავტორი სხვადასხვა წყაროზე და კვლევით ორგანიზაციაზე დაყრდნობით, მსოფლიოში უსაფრთხოების მდგომარეობას მიმოიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“წელს მსოფლიო უფრო მშვიდი გახდა”, – ამის შესახებ ფრედერიკ ბლამმა (International SOS-ის გენერალურმა მენეჯერმა გერმანიაში) „Spiegel“-ს განუცხადა. რამდენად მაღალია ტერორიზმისა და ძალადობის რისკი? რამდენად სახიფათოა საგზაო მოძრაობა? სად არის სამედიცინო პრობლემები? – ეს ის საკითხებია, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეფასდა.
“საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც გერმანია – Travel Risk Map-ის თანახმად, საფრთხის რისკი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ნორვეგია, სლოვენია და შვეიცარია, საკმაოდ უმნიშვნელოა, ხოლო აშშ-ში, გერმანიასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი „დაბალი“. International SOS-ის კვლევების თანახმად, სხვა ქვეყნებთან ერთად, მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით, პოზიტიურად შეიცვალა საქართველოშიც, კერძოდ, რისკი „საშუალოდან“ გადავიდა „დაბალზე“, რადგანაც უსაფრთხოების გარემო ქვეყანაში სტაბილურია.

http://www.spiegel.de/reise/aktuell/travel-risk-map-so-hoch-ist-das-risiko-zu-reisen-a-1238455.html

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები