სოფელ ქვემო ქვალონში სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალი ემსხვერპლა
ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ქვალონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. მათივე ცნობით, დაიწვა 6 კვ.მ ფართობი.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.