საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში, 6.8%-ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

0

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 6.8%-ით გაიზარდა.
“2018 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 127 271 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 8 118 ფრენით და 6.8%-ით მეტია 2017 წლის იმავე პრიოდის მაჩვენებელზე. 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის  პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვმა 87 301 ფრენა შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 1 821 ფრენით, ანუ 2.1% -ით მეტია. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებშიც. საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში  39 970 საფრენოსნო ხომალდს მოემსახურა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 297 ფრენით, ანუ 18.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია”,- აცხადებენ “საქაერონავიგაციაში”.
მათივე ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შეადგენს 35 004 971 კმ-ს. აღნიშნული მაჩვენებელი 34 866 კმ-ით და 0.1%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ: TURKISH AIRLINES (14 832), AZERBAIJAN AIRLINES – AZAL(5 333), QATAR AIRWAYS (4 758), THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD (3,042), SINGAPORE AIRLINES (3 726).
საქართველოს აეროპორტების   აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ-მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS ( 6 521),  TURKISH AIRLINES (3 692), WIZZ AIR HUNGARY (3 080), FLYDUBAI (1,613), FLYDUBAI(1 872) დაფიქსირდნენ.

კომენტარები

კომენტარი